54B, Tailstoi Town 5238 MT,
La city, IA 522364
შპს VITA - წყლის სამყაროს ლიდერი საქართველოში.
შპს VITA დაარსდა 2013 წელს, კომპანია თავიდანვე მიზნად ისახავდა წყლის ტრანსპორტის ინდუსტრიის განვითარებას ქვეყანაში. სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, 2016 წლის 15 მარტიდან, შპს VITA გახდა Mercury-ის გარე და შიდა ძრავების (MerCruiser ბენზინისა და Mercury დიზელის ძრავების) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, ექსკლუზიური პირობებით რითაც დაიწყო ახალი ეპოქა წყლის ტრანსპორტის ტექნოლოგიებისა და სერვისის ხარისხში.
დღეს შპს VITA წარმოადგენს საერთაშორისო დონის ბრენდებს - Mercury Marine წარმოადგენს Brunswick Corporation-ის ნაწილს და არის Mercury, Mariner და MerCruiser Engines, Quicksilver-ის ნაწილებისა და აქსესუარების ოფიციალური მწარმოებელი. ასევე Quicksilver-ის და NAVAN-ის სწრაფმავალი კატარღების მწარმოებელი.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში - რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ჩვენს კლიენტს ვთავაზობთ მხოლოდ ორიგინალ და სანდო პროდუქციას, ოფიციალური გარანტიითა და მხარდაჭერით.
ჩვენი მიზანია საქართველოში ჩამოვაყალიბოთ წყლის ცხოვრების და ტექნოლოგიის მაღალი სტანდარტები — ისეთივე, როგორებიც უკვე დამკვიდრებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.
ტექნიკური მომსახურება
შპს VITA-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა პროფესიული სერვის ცენტრი, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ქუჩა N14.
ჩვენი ტექნიკური გუნდი დაკომპლექტებულია სერტიფიცირებული სპეციალისტებით, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება Mercury-ის ძრავებთან მუშაობაში.
ამასთანავე შპს VITA აკმაყოფილებს Mercury-ის ტექნიკური მხარდაჭერის მოთხოვნას, სახელოსნოს ობიექტების, ლიცენზირებული მოწყობილობების, ხელსაწყოების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სერთიფიცირებული ტექნიკური პერსონალის ჩათვლით.
ჩვენი გუნდი მუდმივად ავითარებს ცოდნას, მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებსა და გამოფენებში, რათა საქართველოში შემოიტანოს უახლესი სტანდარტები და ინოვაციები.
ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურებას:
1. წყლის ტრანპორტზე (კატრაღები/ნავები) ძრავების მონტაჟი
2. დიაგნოსტიკა და რემონტი
3. რეგულარული ტექნიკური მოვლა/შენახვა
4. საგარანტიო მომსახურება
5. ადგილზე მომსახურება
მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც ბათუმში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.
ვის ვემსახურებით
ჩვენი მთავარი მომხმარებლებია სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ისეთი უწყებები, რომლებიც საზღვაო და სანაპირო უსაფრთხოებაზე მუშაობენ.
ამასთანავე, კომპანია ემსახურება კერძო მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ მაღალი ხარისხის წყლის ტექნიკა, ინოვაციური ძრავები და პროფესიული მხარდაჭერა.
ჩვენი მომხმარებლების 90% სახელმწიფო ორგანიზაციებია, რაც ხაზს უსვამს ჩვენი კომპანიის სანდოობას, პროფესიონალიზმსა და სისტემურ მუშაობას.
სად გვიპოვით
შპს VITA-ს შოურუმი და ოფისი მდებარეობს ქალაქ ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ქუჩა N 14, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს პროდუქციას, ნახოთ უახლესი მოდელები და მიიღოთ პროფესიული კონსულტაცია ჩვენი გუნდისგან.
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში - იქნება ეს კატარღა, ძრავი თუ სრული ტექნიკური გადაწყვეტილება.